შალვა პაპუაშვილი - სუს-ის განცხადებაში მოცემულია, რა იყო მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი - ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას

საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის გრძელდება - სუს-ის განცხადებაში მოცემულია, რა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და რა იყო შინაარსი. ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტს შეეხებოდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს გლობალურად არსებობს.

„ჩვენ ვამბობდით, რომ საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის გრძელდება. თქვენ ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც. ეს იყო საკითხი, რომელიც უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს გლობალურად არსებობს და იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც აშშ ატარებს, რომ შეამციროს კონფლიქტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი განვითარება. ჩვენი საქმიანი და სამსახურებრივი ურთიერთობები მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტისას ხომ არ განიხილებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ „სუს-ის განცხადებაში მოცემულია ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში მოცემულია, რა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და რა იყო შინაარსი. ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, რათა უსაფრთხოების თვალსაზრისით ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება იყოს უზრუნველყოფილი. როგორც კერძო ურთიერთობებშია, ასევეა სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში, რომ მასპინძელი იწვევს სტუმარს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი