გიგა ფარულავა - როცა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ მდინარაძე, ივანიშვილის მიერ შიკრიკად იყო გაგზავნილი აშშ-ში, სუს-მა მყისიერად უარყო - საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის გააგზავნა ივანიშვილმა მდინარაძე და ვისთან ჰქონდა შეხვედრები

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ღიად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მდინარაძე, ივანიშვილის მიერ შიკრიკად იყო გაგზავნილი შეერთებულ შტატებში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სუს-მა „კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას აუხსნას, რა მიზნებისთვის გააგზავნა ივანიშვილმა მდინარაძე და ვისთან ჰქონდა შეხვედრები“.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ღიად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მდინარაძე, ივანიშვილის მიერ შიკრიკად იყო გაგზავნილი შეერთებულ შტატებში. მაშინ ეს კონკრეტული ინფორმაცია სუს-მა მყისიერად უარყო, დღეს კი თავად დაადასტურეს ის სიცრუე, რაც მაშინ განაცხადეს. კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან რა მიზნებისთვის გააგზავნა ივანიშვილმა მდინარაძე და ვისთან ჰქონდა შეხვედრები”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვთ, რის გამო იყო მამუკა მდინარაძე აშშ-ში და შეეხებოდა თუ არა ეს ვიზიტი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის საკითხს, ფარულავამ განაცხადა, რომ „სუს-ის გამოხმაურებას უნდა დაველოდოთ”.

„რა თქმა უნდა, პირველი: ივანიშვილის პირადი ინტერესები. მოვუწოდებთ სუს-ს და მამუკა მდინარაძეს რომ აუხსნან საზოგადოებას, რა მიზნებისთვის იყო იქ და ვისთან ჰქონდა შეხვედრები. დაველოდოთ სუს-ის გამოხმაურებას”, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.უწყების ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი