აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის სანაპირო ზოლზე კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის, კლუბ „სოჰოს“ დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის სანაპირო ზოლზე უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს, - ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობაში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სანაპირო ზოლზე კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის (სოჰოს) დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს.

„ძველი ბულვარის სანაპირო ზოლზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს, ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

სამუშაოები, ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობითა და ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობით მიმდინარეობს.

დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სამშენებლო ნარჩენების გატანა მოხდება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ტერიტორიის დასუფთავება და უმოკლეს დროში მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს, ბულვარის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია განაშენიანების გეგმის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უსახური და უნებართვო ობიექტების გამოვლენისა და რეაგირების კუთხით“, - აცხადებენ აჭარის ა/რ მთავრობაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო