„ჩირინას“ დამფუძნებელი - ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს - ეს, რასაკვირველია, თვითღირებულებაზე იმოქმედებს

ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს - ეს, რასაკვირველია, თვითღირებულებაზე იმოქმედებს, - ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რეზო ვაშაკიძემ პარლამენტის დროებით კომისიაზე განაცხადა.

მან ამით უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის კითხვას, „დაანონსებული ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა აისახება თუ არა ფასწარმოქმნის პროცესზე“.

„ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს. რამდენით მოიმატებს, არ ვიცი. გაზზე წელს არ იქნება ცვლილებები, იმიტომ, რომ ჩვენ ხელშეკრულებას 2027 წლამდე მოვაწერეთ ხელი. დენის ფასის გაზრდა, რასაკვირველია, იმოქმედებს თვითღირებულებაზე,“ - განაცხადა ვაშაკიძემ.

დეპუტატ ქეთევან ბაკარაძის კითხვაზე კომენტარი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმაც გააკეთა.

„კომუნალური ხარჯები საერთო საოპერაციო ხარჯებში 1.5-2%-მდეა. თქვენს კითხვაზე ვცემ პასუხს, რომ 2% არის საოპერაციო ხარჯების მაქსიმუმი. ამიტომ ამას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც როგორ მივეხმაროთ კონკრეტულ ბიზნესს, რათა უფრო მეტი რეალიზაციის წერტილი ჰქონდეს,“ - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო