მარიამ ლაშხი - მე პირადად დიპლომატიური პასპორტით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას, ვიზით ვისარგებლე, შეფერხება არ ჰქონია - იმედი მაქვს, ევრობიუროკრატების მიერ არასწორად მართული პროცესები დაუბრუნდება თავისივე სათავეს

მე პირადად, დიპლომატიური პასპორტით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას, ვიზით ვისარგებლე, შეფერხება არ ჰქონია - ინფორმაცია [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე] ამ თემის კიდევ ერთხელ გაღვივების მიზანს ემსახურება - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

ლაშხი იმედს გამოთქვამს, რომ „ევრობიუროკრატების მიერ არასწორად მართული პროცესები დაუბრუნდება თავისივე სათავეს“.

„ეს ინფორმაცია ამ თემის კიდევ ერთხელ გაღვივების მიზანს ემსახურება. ამ მიმართულებით გადაწყვეტილება ევროკავშირის უმეტეს წევრს ისედაც გამოტანილი ჰქონდა და მე პირადად, დიპლომატიური პასპორტით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას ვიზით ვისარგებლე, შეფერხება არ ჰქონია. იმედი მაქვს, რომ ევრობიუროკრატების მიერ არასწორად მართული პროცესები დაუბრუნდება თავისივე სათავეს. ასევე, იმედია, ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩახედავენ მათივე ანგარიშებს, შეფასებებს, როდესაც საქართველო მოწინავეა და იმ ვალდებულებებს ასრულებს, რომელიც პირველ რიგში, უვიზო მიმოსვლის ძირითად პრინციპებს ეხება”, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ.

„გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში