ელენე ხოშტარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად - მხოლოდ ბედნიერი ვიქნები თუ ივანიშვილის დასანქცირებაში 1% მაინც არის ჩემი წვლილი

ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეში მთავარი ის არის, რომ ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად. დასავლეთის მტრად გამოცხადება და საქართველოში მისი ვითომ დამარცხება ოპოზიციის სახით, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია „დროა“ აქვეყნებს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთიანად უნდა აჩვენოს, რომ გასამართლებით ვერ დაამარცხებენ ვერც ოპოზიციას და ვერც დასავლეთის იდეას.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ პოლიტიკურ პროცესს. ამ ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეში მთავარი ის კი არ არის, ვის როდის გამოუშვებენ, შეაბრუნებენ, დაიბარებენ, მთავარია, რომ ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქვეყნოდ და ღიად. დასავლეთის მტრად გამოცხადება და საქართველოში მისი ვითომ დამარცხება ოპოზიციის სახით.

აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს ამ საქმეში რაიმე ინდივიდუალური სამართლებრივი განზომილებების ძებნას. პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთიანად უნდა ანახოს, რომ ეს პროცესი დამთავრდება კრახით, რადგან ე.წ. გასამართლებით ვერ დაამარცხებენ ვერც ოპოზიციას და ვერც დასავლეთის იდეას.

ქართული ოპოზიცია იქნება რეალური მტრისგან, რუსეთისგან, დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღუდე. ეს პასუხისმგებლობაა ახლა ჩვენზე.

აქვე მინდა, გამოვაქვეყნო წლების წინ საერთაშორისო პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ჩემ მიერ შემუშავებული დოკუმენტის თავფურცელი, რომელსაც ამაყად, აქტიურად, საჯაროდ და დასაბუთებულად ვუზიარებდი ჩვენი სახელმწიფოს ყველა მეგობარს, რადგან ამაზე გადის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მტრისგან დაცვა. მხოლოდ ბედნიერი ვიქნები თუ ივანიშვილის დასანქცირებაში 1% მაინც არის ჩემი წვლილი. ასევე ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა, ყულევის ტერმინალზე დასავლეთიც საუბრობს. შეუძლებელია, არ გავუწიოთ ყველანაირი წინააღმდეგობა ტერორიზმს, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის და მათ დამხმარე ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. დღეს სწორედ ამაზე გადის სახელმწიფოს დაცვა და მორალური გადარჩენაც. სირცხვილით რომ არ იწვოდნენ ჩვენი მომავალი თაობები, როცა კითხავენ: და თქვენ რას აკეთებდით, როცა ბუჩა ხდებოდა?

ციხიდან და გარედან, ერთიანად უნდა შევუტიოთ რეჟიმს სიტყვით და საქმით, მათ შორის, ამ პოლიტიკურ პროცესზე! ბოლომდე!

პ.ს. პროცესებზე ჩემთვის დანიშნული სახაზინო ადვოკატის მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა ჩემთან კავშირში არ არის და არ იქნება”, - განაცხადა ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში