გიგა ლემონჯავა - ნებისმიერი დღე, რომელსაც ხალხი ციხეში ატარებს, უკანონობის და უსამართლობის დღეა - ერთადერთი მიზეზი არის ივანიშვილის ანგარიშსწორება და სურვილი, რომ გატეხოს წინააღმდეგობა

ნებისმიერი დღე, რომელსაც ეს ხალხი ციხეში ატარებს, უკანონობის და უსამართლობის დღეა, რადგან მათი ციხეში ყოფნის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს - ერთადერთი მიზეზი არის ივანიშვილის ანგარიშსწორება და სურვილი, რომ გატეხოს წინააღმდეგობა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც ამავე კოალიციის ლიდერს, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ელოდებიან.

მისი თქმით, „ვერავითარი პატიმრობით და რეპრესიით ის წინააღმდეგობა, რომელიც ქართველ ხალხშია, ვერ შეჩერდება.“

ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრისას ლემონჯავამ აღნიშნა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დაიდოს ერთიანი პოლიტიკური ალტერნატივა ქვეყნის შიგნით მოსახლეობისთვის და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

„ნებისმიერი დღე, რომელსაც ეს ხალხი ციხეში ატარებს, უკანონობის და უსამართლობის დღეა, რადგან მათი ციხეში ყოფნის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს - ერთადერთი მიზეზი არის ივანიშვილის ანგარიშსწორება და სურვილი, რომ გატეხოს წინააღმდეგობა. თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში დამტკიცდა, რომ ვერავითარი პატიმრობით და რეპრესიით ის წინააღმდეგობა, რომელიც ქართველ ხალხშია, ვერ შეჩერდება. ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი ბოლო არის ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და ხალხის გამარჯვება. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დაიდოს ერთიანი პოლიტიკური ალტერნატივა ქვეყნის შიგნით მოსახლეობისთვის და ქვეყნის გარეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ერთიანობა ძალიან მალე ხელშესახები გახდება“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

მას პატიმრობის 8-თვიანი ვადა ეწურება.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ვადის ამოწურვის შემდეგ, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს