მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას განაცხადა, პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კვოტები შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რომელიც მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელდა.

კობახიძის განმარტებით, კვოტები უმაღლესი განათლების კონცეფციის შესაბამისად, კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის მიხედვით განისაზღვრა.

„ხაზს გავუსვამ რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რაც კვოტებშიც არის ასახული. ამ რეფორმის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუსი დაუბრუნდება - ის სტატუსი და მისია, რომელიც მან 90-იანი წლების პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკარგა და უფრო მოგვიანებით 2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მიზანმიმართული მავნებლური, ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგა. თსუ-ს დედა უნივერსიტეტის სტატუსი და შესაბამისი მისია უნდა დაუბრუნდეს. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ ეს“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გივი მიქანაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხდა და აქვე დასძინა, რომ რეფორმა აუცილებელია იმისთვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება მიიღოს.

„ჩვენ ამას აუცილებლად უზრუნველყოფთ და სწორედ ამას მიეძღვნება ჩვენი საქმიანობა მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე სპეციალურ ბრიფინგზე წარადგენს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში