ნიკა გვარამია - რაც ვთქვი, ისიც სავსებით საკმარია, რომ ხვალ უკან შემაბრუნონ, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი არ უნდა გაწყვიტო - ენდეთ ქართულ ანდაზებს

რაც ვთქვი, ისიც სავსებით საკმარია, რომ ხვალ უკან შემაბრუნონ, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი არ უნდა გაწყვიტო - ენდეთ ქართულ ანდაზებს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამიას განცხადებით, „საერთოდ არ აღელვებს, რატომ წაუყენეს ახალი ბრალდება“.

„არავის უკვირს ჩვენს თავს რაც ხდება, მაგრამ ჩვენი ოჯახების თავს რაც ხდება, არც ეს უნდა გვიკვირდეს, საკუთარი თანამდებობის პირების ოჯახებს რას უშვრებიან, „აშავებენ“, კატასტროფულად - რომ არ იკადრებ არასდროს, უბრალოდ, ნაცნობის მიმართაც კი. რასაც აკეთებენ, ეს არაფერში წერია. ჩემთვის ბოლო წვეთი იყო ბატონი ანზორი [ანზორ მელია] რომ ვნახე, ნიკას ბრალის მერე. ეს მართლა ბოლო წვეთია, რადგან რაღაც ადამიანური საზღვრები არსებობს, „ქოცებისთვის“, ეს საზღვრები არავისთან დაკავშირებით აღარ არსებობს. ნიკას ვინ დაეძებს, საკუთარ ოჯახის წევრებად რომ ჰყავდათ და იმ ცოლებთან და დედებთან რომ დადიოდნენ სავახშმოდ კვირაში ერთხელ, იმ ცოლებს და დედებს, ვინც სუფრას უშლიდნენ, აშავებენ და საშინელებებს წერენ მათზე. ისიც არ გამიკვირდება, რომ მათი ოჯახის წევრებიც დაიჭირონ. დარწმუნებული ვარ, ვინც ბრალი აღიარა და აქ ზის, იმიტომ ზის, რომ მათი [ოჯახის წევრების] დაჭერით ემუქრებოდნენ „ქოცები“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა