ლევან მაჭავარიანი ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგზე - სამარცხვინო იყო, როგორც ვწინასწარმეტყველებდით, ლორა თორნტონი კი ყოვლად გაფუჭებული და მავნებელი ქალბატონია - რამდენიც არ უნდა ეცადონ, კანონს გვერდი აუარონ, ყველა „შავი ხვრელი" ამოვსებული გვაქვს

ნებისმიერი აქტორი, იქნება ეს მარტა კოსი თუ ლორა თორნტონი, როგორც არ უნდა ეცადონ, რომ კანონს გვერდი აუარონ და „შავი ფული" შემოიტანონ მდიდარი NGO-ების დასაფინანსებლად, ყველა ასეთი პოტენციური „შავი ხვრელი" ამოვსებული გვაქვს - არავის მივცემთ საშუალებას რომ გარე დაფინანსებით ჩაერიონ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჰელსინკის კომისიის გუშინდელი ბრიფინგის კომენტირებისას განაცხადა.

მაჭავარიანმა გუშინდელ ბრიფინგს სამარცხვინო უწოდა.

„რა თქმა უნდა, ეს იყო სამარცხვინო სხდომა როგორც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით. სხვათა შორის, კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ. სტუმრების რანგში ჰყავდათ საქართველოდან გაქცეული 4 ოქტომბრის დამხობის საქმეზე ბრალდებული. ქალბატონი ლორა თორნტონი - მომხსენებელი, რომელიც გამოირჩევა ბატონი ტრამპის მიმართ ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ლორა თორნტონი, რომელმაც რადიკალურ ოპოზიციას გადასცა გზამკვლევი 2024 წლის არჩევნებამდე, რომ თუ ისინი არჩევნებს წააგებდნენ, მაინც პროტესტი უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში. შემდეგ ეს ქალბატონი გამოვიდა და ძალიან დიდი გულისწყრომა გამოხატა იმასთან დაკავშირებით რომ მსხვერპლი არ იყო ნოემბრის აქციებზე. ყოვლად გაფუჭებული და მავნებელი ქალბატონი, რომელიც რაღაც აბსურდზე საუბრობდა. ხაზგასასმელია ის, რომ ამ შემთხვევაში, არა მარტო ევროკავშირის ელჩი, არა მარტო ევროკომისიის მაღალჩინოსანი მარტა კოსი, ამ შემთხვევაში უკვე მაკკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ღიად საუბრობს, რომ ისინი ეძებდნენ გზებს, რომ კანონს აუარონ გვერდი და მდიდარი NGO-სთვის გაზარდონ დაფინანსება. ამ შემთხვევაში ლორა თორნტონი წაგვეხმარა კიდეც და პირდაპირ გვითხრა, თუ რომელი ფონდების გავლით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. მან დაასახელა პირდაპირ NDI, „მარშალის ფონდი", „სოროსის ფონდი" და ამით კიდევ უფრო გაგვიმარტივა საქმე. თუმცა როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენი კანონმდებლობა იმგვარად იქნება წარმოდგენილი, რომ ნებისმიერი აქტორი, იქნება ეს მარტა კოსი თუ ლორა თორნტონი, რამდენიც არ უნდა იფიქრონ და როგორც არ უნდა ეცადონ, რომ კანონს გვერდი აუარონ და „შავი ფული" შემოიტანონ მდიდარი NGO-ების დასაფინანსებლად, ჩვენ ყველა ასეთი პოტენციური „შავი ხვრელი" ამოვსებული გვაქვს და არავის მივცემთ საშუალებას რომ გარე დაფინანსებით ჩაერიონ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის