მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან კი პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება.

როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, მომზადებულია დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, 1-ელი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება იკრძალება. 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება.

კობახიძის თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პლასტმასის მოხმარების ისეთი მოდელი შეიმუშავა, რომელიც აბალანსებს ერთის მხრივ, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის და მეორეს მხრივ, ეკონომიკურ ინტერესებს

„პლასტიკის პროდუქციასთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები. ამაზე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენი მიზანია პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის სურსათთან პირდაპირ შეხებაში. არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ პლასტმასის გამოყენების გაზრდილი მასშტაბები უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე და მეორე მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, აქ გვჭირდება მნიშვნელოვანი ზომების მიღება. კვლევების თანახმად, პლასტმასის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები, რეპროდუქტიული და ნევროლოგიური პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები, სხვა სამედიცინო დაავადებები. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი საგანგებო ყურადღებას საჭიროებს.

სამინისტრომ შეიმუშავა პლასტმასის მოხმარების შემცირების ისეთი მოდელი, რომელიც აბალანსებს ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის, ასვე, მეორე მხრივ ეკონომიკურ ინტერესებს, ასევე უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ამოქმედებას.

პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია - 1-ელი იანვრიდან გარკვეული სახის პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი უკვე აიკრძალა. ასევე, უკვე მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც 1-ელი ივლისიდან იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება. 2027 წლის პირველი თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება, რაც არ ეხება გარკვეული კატეგორიის პროდუქტებს და ეს ასახულია შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში. ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკეთ ვიზრუნოთ გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში