ვოლოდიმირ ზელენსკი - დედაქალაქში ვითარება მძიმეა - Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების ყოველდღიურად მოწოდებაა საჭირო

რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ დაცვას Patriot-ის სისტემები და რაკეტები წარმოადგენს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმას.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 219 დრონი და 25 რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

„დარტყმების მთავარი სამიზნე კიევის, ოდესისა და დნიპროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. დედაქალაქში ვითარება მძიმეა, ბევრი შენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი. მსგავსი დარტყმებისგან სიცოცხლის უკეთ დაცვა უნდა მოხდეს. Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების ყოველდღიურად მოწოდებაა საჭირო“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა