საქართველოში ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების ორმოცდამეშვიდე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისში, 11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრო ხუთასამდე მოწვეული სტუმარი. ინფორმაციას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური უწყების ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი ლაშა დარსალია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, სამხედრო ატაშეები, ასევე კულტურის, ეკონომიკის, პრესის და სხვადასხვა სფეროთა ცნობილი სახეები, საქართველოში მცხოვრები ირანელები.

„ღონისძიებაზე, ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნების გაჟღერების შემდეგ, ნაჩვენები იქნა ირანის ისლამური რევოლუციის წარმატებათა, ასევე სხვადასხვა სფეროში არსებული შესაძლებლობების და პოტენციალის ამსახველი ვიდეო.

შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა სეიედ ალი მოჯანიმ ისაუბრა გასული 47 წლის მანძილზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებებზე. მან ხაზი გაუსვა ირანის ნებას, განამტკიცოს საკუთარი პოზიცია რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა განსაკუთრებულ როლს ანიჭებს დიპლომატიას და მოლაპარაკებებს გამოწვევების აღმოფხვრის მხრივ, მეორე მხრივ კი ხაზი გაუსვა, რომ ირანი სრულიად მზად არის წინ აღუდგეს მტრების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ მუქარას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ლაშა დარსალიამ მიულოცა ირანელ ხალხს და ირანის ხელისუფლებას ისლამური რევოლუციის გამარჯვების წლისთავი. მან განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა: საქართველოს მთავრობა მზად არის, რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის წინსვლის მიზნით, ირანთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

შემდეგ ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა უნიკალური დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ირანი პირველი სახელმწიფო გახლდათ, რომელმაც 1918 წელს ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო გამოფენა მედიცინის და ფარმაცევტული სფეროების მიმართულებით. ასევე გამოფენილ იქნა ხელოვნების და ხელნაკეთი ნაწარმის ნიმუშები“,-აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის