აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - ნატო პარტნიორობაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა დამოკიდებულებაზე

ნატო პარტნიორობაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა დამოკიდებულებაზე, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„2025 წელს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ხელმძღვანელობის წყალობით, ნამდვილი ერთგულება გაჩნდა იმ იდეის მიმართ, რომ ევროპა ნატო-ს ჩვეულებრივი ტიპის თავდაცვის ლიდერი იყოს“, - განაცხადა ელბრიჯ კოლბიმ.

მისი თქმით, ალიანსის წევრებს „ძლიერი საფუძველი აქვთ, რომ ნატო იმ ორგანიზაციად გარდაიქმნას, რა დანიშნულებითაც თავიდან შეიქმნა”.

„დროა, პრაგმატულები ვიყოთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ ტიპის რეალიზმზე, რომელსაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ეფუძნება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა