ხორვატიის პრეზიდენტი - ვნახე მინისტრები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ - ამის გადახვევა მინდოდა ტვინში, მე როგორ ვიგრძნობდი თავს

ეს არის ქვეყანა, რომელსაც მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ, -ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ხორვატიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდნენ, რაც მიუღებელია.

„ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა დღეს და ხვალ. მე ჩამოვედი, როგორც მეგობარი ძვირფას მასპინძელთან. ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოვხატო სოლიდარობა. მე ამას ვუყურებ, როგორც სოლიდარობის ჟესტს, თუმცა ძალიან ხშირად სოლიდარობა გასულ წლებში ცინიკური იყო, მაგრამ მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო მის ძალისხმევაში, ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ამაში. საქართველო რთულ პოზიციაში იმყოფება გასული წლების თვალსაზრისთ და ჩვენ ეს მხედველობაში უნდა მივიღოთ, როდესაც ვაფასებთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, მაგრამ სამწუხაროდ, საპირისპირო ხდება. თქვენი ქვეყანა შეუძლებელი დილემების წინაშე აღმოჩნდა, ძალიან ცინიკური გზით. როგორც ბატონი ყაველაშვილი ამბობს, ამას აკეთებს ბრიუსელის ევროპული ბიუროკრატია. ისინი ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებენ და არც მივცემ იმის უფლებას, რომ ხორვატიის სახელით ილაპარაკონ. ამიტომ, აქ პირადად ჩამოვედი. აბსოლუტურად გულახდილად რომ მოგახსენოთ, 2025 წელს არ ყოფილა ვიზიტი ევროკავშირიდან. ბოდიშს ვიხდი ამ გამონათქვამებშიც, მაგრამ ეს სიგიჟეა. მინდა ჩამოვიდე ქვეყანაში, რომელსაც პრორუსულობაში, პროპუტინისტურ პოზიციაში ადანაშაულებენ, მაგრამ მე სხვა გამოცდილება მაქვს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და აბრალებენ,რომ რუსეთის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ. ამიტომ, გადავწყვიტე, პირად ჩამოვსულიყავი, რომ მენახა, თუ რა ხდება.

ვნახე მინისტრები ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ამის გადახვევა მინდოდა ტვინში, მე როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე, ვინც არ უნდა იყვნენ, მე არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში. არცერთ მხარეს არ უნდა დადგეს, მაგრამ იდეა, რომ პოლიტიკურად წნეხს ახორციელებ, მცირე, იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ევროკავშირთან სირთულე აქვს, ჩემთვის მიუღებელია“,-განაცხადა ზორან მილანოვიჩმა, რომლის თარგმანს „იმედი“ ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს