ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა - ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს.

მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა.

„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს მოერგებოდა და ყოველდღიურობას გაუმარტივებდა. ერთ წელიწადში მილიონმა მომხმარებელმაც ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეალური სარგებელია- მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული ციფრული გამოცდილებით “, - ეკა სანაძე, თიბისის საბარათე ბიზნესის ხელმძღვანელი.

რეალური დანაზოგი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება

მომხმარებელთა ეს რიცხვი ასევე ნიშნავს, რომ 1 მილიონზე მეტი ადამიანი აქტიურად არის ჩართული თიბისის ერთგულების პროგრამაში - სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია ყოველდღიურ გადახდებზე და რეალურ, ხელშესახებ დანაზოგზე.

ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლები ყოველდღიურად აგროვებენ თანხას - ბარათით ყოველი გადახდის, შერჩეულ კატეგორიებში მეტის დაგროვებისა თუ მათზე მორგებული მუდმივად მრავალფეროვანი შეთავაზებების საშუალებით.

ბარათის უპირატესობები ასევე მოიცავს:

  • წვდომას ასობით განსაკუთრებული შეთავაზებაზე, რომელიც მუდმივად ახლდება;
  • ქეშბექის მომენტალურ დაბრუნებას ერთგულ ყულაბაში და მის მარტივ, შეუზღუდავ გამოყენებას;
  • უფასო განაღდებას საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ლარში, ლიმიტის ფარგლებში;
  • მობაილბანკიდან კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე, უფასო გადარიცხვასა და სხვა შეღავათებს.

რაც ყველაზე მთავარია, ახალი თიბისი ბარათი არის სრულიად უფასო

თიბისი ბარათის აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე.

ახალი თიბისი ბარათის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა - სამმაგი დაგროვება, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა, თიბისის კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებითაა შესაძლებელი.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის