დავით მათიკაშვილი - პეტერ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გერმანიასთან საუკეთესო ურთიერთობა შებღალულიყო და სადღაც კითხვის ნიშნები გაჩენილიყო

პეტერ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გერმანიასთან ძალიან კარგი, პრინციპში, საუკეთესო ურთიერთობა შებღალულიყო და სადღაც კითხვის ნიშნები გაჩენილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გზავნილები შეაფასა.

მისივე თქმით, როდესაც პეტერ ფიშერი, გაწვევის შემდეგ, გერმანიიდან დაბრუნდა, იყო დაპირება, რომ ის ვენის კონვენციის ფარგლებში “ჩაეტეოდა", რაც მისი მხრიდან არ შესრულდა.

„ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა გერმანიის დღეს მოქმედ ელჩზე - ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ძალიან კარგი, პრინციპში, საუკეთესო ურთიერთობა, რომელსაც უდიდესი ტრადიცია გააჩნია და გუშინ არ დაწყებულა, ყველანაირად რაღაცნაირად შებღალულიყო და სადღაც კითხვის ნიშნები გაჩენილიყო, საკუთარი ქმედებით, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. მან რადიკალი პოლიტიკოსისგან ნაქირავებ ფართში დაიდო ბინა. ბუნებრივია, პოლიტიკურ ჭრილში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს ახლა მისი პირადი საქმეა. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეხებით, თუმცა ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის. მან "აკაცუკებთან" ფოტოები გადაიღო. სასამართლო დარბაზში საქვეყნოდ ცნობილი დამნაშავის მხარდასაჭერად მივიდა სასამართლოში და ამით მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელება სცადა. წინა რიგში გერმანიის ელჩი რომ ზის, წარმოიდგინეთ თქვენ, ეს არის თუ არა მოსამართლეზე გავლენის მოხდენის მცდელობა. ეს რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და პროგრესს არ ემსახურება, ცხადზე ცხადია. მე არ ვიცი პეტერ ფიშერმა სხვა რა წიაღსვლებით გააჯერა თავისი ინტერვიუ, თუმცა ერთი ზუსტად ვიცი - როდესაც ის დაბრუნდა გერმანიიდან, პირიქით გერმანიიდან შეპირება იყო (საგარეო საქმეთა სამინისტროდან ასეთი ინფორმაცია გვაქვს), რომ ის თავს შეიკავებდა მსგავსი ქმედებებისგან და ჩაეტეოდა ვენის კონვენციის ფარგლებში, რაც მისი მხრიდან, სამწუხაროდ, არ შესრულდა," - განაცხადა მათიკაშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა