თაზო დათუნაშვილი - 2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, დღემდე საქართველოში სახელმწიფო სერვისების მომსახურება 200%-ით არის გაზრდილი

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებში მოვიდა, სახელმწიფო სერვისები გაძვირდა.

როგორც დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „სერვისების გაიაფება დამოკიდებულია მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზე, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მისივე გაზრდილი მომსახურების ფასები“.

„2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, დღემდე საქართველოში სახელმწიფო სერვისების მომსახურების 200%-ით არის

გაზრდილი. ივანიშვილის „ოცნებამ“ ისე გააღარიბა საქართველოს მოქალაქეები, იმდენად მძიმეა ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა, რომ ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა სახელმწიფო სერვისების გაორმაგებული და გასამმაგებული ფასები. ახლაც, როცა ბუტაფორიული სამთავრობო კომისია, რომლის ნახევარიც მილიონერებით არის დაკომპლექტებული, მეორე დღეა მსჯელობს, როდის სჯობს გოჭი გააჩინოს ღორმა და 1 თეთრით გაიაფდეს თუ გაძვირდეს კვერცხი, პარალელურად, „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლებამ ქორწინების რეგისტრაციის გადასახადი გააძვირა. ქვეყანაში, სადაც ნეგატიური შობადობის მაჩვენებელია, ხელისუფლება, რომელიც იჩემებს და საკუთარ თავს აბრალებს, რომ არის კონსერვატიული და ოჯახური ფასეულობების დამცველი, ახალგაზრდა ქართველებს ქორწინების გადასახადი გაუორმაგა. დღეს საქართველოს მოქალაქეები ორჯერ და სამჯერ მეტს იხდიან მაგალითად, პირადობისა მოწმობის, ქორწინების რეგისტრაციაში, პარკინგსა და ჯარიმებში, ტრანსპორტში, კომუნალურებსა და სხვა სახელმწიფო სერვისებში. ეს არის ივანიშვილის დაპირებული „გასაოცარი“ შედეგი, რომლითაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობაა.

„სერვისების გაიაფება დამოკიდებულია მხოლოდ ე.წ ხელისუფლების კეთილ ნებაზე, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მისივე გაზრდილი მომსახურების ფასები. საკითხი დგას პირდაპირ: რატომ გაძვირდა ცხოვრება ასე დრამატულად და რატომ ცდილობს სისტემური პრობლემების გადაფარვას ერთჯერადი, დეკორატიული ნაბიჯებით? საქართველოში რომ ცხოვრება 200 %-ით გაძვირდა, ამაში დამნაშავე არის ერთადერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 14 წლის განმავლობაში ქვეყანას თავზე არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური ადამიანები დაასვა და კორუფციული მართვის სტილი დანერგა. სანამ ეს მოცემულობა არ შეიცვლება, ვივლით ასე მოჯადოებულ წრეზე, როგორც 2012-დან 2026-მდე მოვედით, 200% პროცენტით გაზრდილი ფასებით, პროდუქტებზე და სერვისებზე“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში