გივი მიქანაძის ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის 19 უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლის მხარდასაჭერად დაახლოებით 20 მლნ ლარის გამოყოფა იქნება საჭირო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, 19 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების უფასო სწავლებისთვის, 2026-2027 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

ამის შესახებ გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უპრეცედენტო ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა გუნდმა, მისმა პოლიტსაბჭომ და პრემიერმა იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტი უფასოდ ისწავლის. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში გადანაწილებული თანხები პირველ სემესტრთან მიმართებით. იმიტომ, რომ ეს არის დაახლოებით ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით და უფრო ცალსახად ეს გამოჩნდება, როდესაც 2027 წლის ბიუჯეტი იქნება წარმოდგენილი განსახილველად.

პირველ სემესტრთან დაკავშირებით, რაც დავთვალეთ, დაახლოებით 20 მლნ ლარის ფარგლებში ვართ, რომელიც უზრუნველყოფს 19 უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლების მხარდაჭერას“,- განაცხადა მიქანაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის