თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროსადგურ „დელისზე“ ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროსადგურ „დელისზე“ ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურზე მატარებელს ცეცხლი არ გასჩენია, მას ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი და ჩიხში შეიყვანეს.

„მატარებელს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, დაიცალა მგზავრებისგან და ჩიხში შევიყვანეთ. მოძრაობა 3 წუთით შეფერხდა და საბურთალოს ხაზიც და პირველი ხაზიც მუშაობს ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა