გიორგი ჩაკვეტაძე - რეფორმით საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცე შეძლებს თავისი კუთვნილი ადგილი განიმტკიცოს საერთაშორისო აკადემიაში

საუნივერსიტეტო რეფორმა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე განათლების სისტემის რეფორმის შესახებ წერს.

„პირველად საქართველოს ისტორიაში, მთავრობამ დაამტკიცა 2026-2027 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები, რაც შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა. ამ კვლევამ დაადასტურა ის, რომ წლების მანძილზე სტუდენტების ჩარიცხვის პრაქტიკა არსებითად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რისი გამოსწორებაც რეფორმის ძირითად ამოცანად განისაზღვრა“, - წერს ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძის თქმით, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ „ჩამოშალა მითი“, თითქოს ვინმე ხელოვნურად გეგმავდა სტუდენტების რაოდენობის შემცირებას.

„ასევე, კონცეფციისა და პირველი საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით დანერგილი ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი. იმოქმედებს პრინციპი ,,ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი". საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება და თითოეული მათგანი უნიკალურ პროგრამას განახორციელებს. გამონაკლისი, რომელიც ამ კუთხით დაიშვება იქნება საერთაშორისო აკრედიტაციისა და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის მოქმედი პროგრამები, რომელთა შენარჩუნება ინტერნაციონალიზაციის მიზნით მოხდება.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ჩამოშალა მითი, თითქოს ვინმე ხელოვნურად გეგმავდა სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. შარშან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს კი, უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი 2 000-მდე სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება.

გამორჩეული ყურადღება დაეთმობა პროფესიულ პროგრამებსაც, რომლის მისაღებთა რიცხვიც დაახლოებით 10 000 სტუდენტს შეადგენს. სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებიც განათლებას უფასოდ მიიღებენ.

რასაც ვამბობდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა - რაც კი აქამდე ქართული განათლებისთვის არ გაკეთებულა, კეთდება დღეს. ამ რეფორმით, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცე შეძლებს თავისი კუთვნილი ადგილი განიმტკიცოს საერთაშორისო აკადემიაში.“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის