საგარეო უწყების თანახმად, ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები შეზღუდვების დაწესებით, ზიანს არ მიაყენებენ სტრატეგიულ კორიდორსა და „შუა დერეფნის“ ინიციატივას, რომლის ნაწილი ყულევის ნავსადგურიცაა

საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ზურაბაშვილსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ ელჩ პაველ ჰერჩინსკის შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყება განმარტავს, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პოზიციის გადაცემა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები მხედველობაში მიიღებენ ობიექტურ ფაქტებსა და საქართველოს მიერ შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით გაწეულ მასშტაბურ ქმედებებს და, რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესებით, ზიანს არ მიაყენებენ კასპია - შავი ზღვა - ევროპის სტრატეგიულ კორიდორსა და ევროკავშირის “შუა დერეფნის” ინიციატივას, რომლის განუყოფელი ნაწილი ყულევის ნავსადგურიცაა.

„გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სახელმწიფო უწყებების მუშაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და გემების გადაადგილების მონიტორინგისა და სანქცირებული ობიექტების გამოვლენის, ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული საერთაშორისო აქტივობების გამოაშკარავების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების შესრულების მიმართულებებით. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარის ძალისხმევის, პროაქტიულად გატარებული ღონისძიებებისა და გამოვლენილი შემთხვევების თაობაზე ინფორმაცია, ანგარიშების სახით, რეგულარულად მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, უპირველესად, კი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს.

გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ყულევის ნავსადგურის ევროკავშირის სანქციების სიაში შესაძლო დამატების თაობაზე ყოვლად გაუგებარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქცირებული გემის მიღების და/ან სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დასძინა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ყულევის ნავსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან შენიშვნა არ მიუღია, იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რასაც სანქციებზე ევროკავშირის წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივენის, დადებითი შეფასებებიც მოწმობს”, - წერია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში