შალვა პაპუაშვილი ხორვატიის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, შალვა პაპუაშვილი მიესალმა ზორან მილანოვიჩის პირველ ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამ ვიზიტის მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიას შორის მეგობრული ურთიერთობები.

შალვა პაპუაშვილმა ხორვატულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია ევროკავშირის ამჟამინდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და მისი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებასთან პირადად განიხილოს არსებული სიტუაცია. მისი თქმით, ხორვატია მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით.

შალვა პაპუაშვილი ხორვატიის პრეზიდენტს უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა.

ხორვატიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკა, რომელიც სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზეა მიმართული.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია