ლაშა დარსალია „მოსკოვის მექანიზმზე“ - ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა - ქართული მხარის მიერ მიწოდებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ეუთო-ს ე.წ. "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა.

„მოგეხსენებათ ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედდა ე.წ. "მოსკოვის მექანიზმი", შესაბამისად ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც ეწვევა საქართველოს უახლოეს პერიოდში", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქართული მხარე უზრუნველყოფს ექსპერტისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

„ქართული მხარის მიერ მისი ვიზიტის ფარგლებში მიწოდებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. დაველოდებით მის მიერ შედგენილ დოკუმენტს და საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარსაც საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის ინფორმაციით, ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისიამ საქართველოზე 11 თებერვალს დაიწყო მუშაობა.

ინფორმაციისთვის, ეუთო-ს 23-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით “მოსკოვის მექანიზმი” 29 იანვარს აამოქმედა, “რათა შეფასდეს საქართველოს მიერ ეუთო-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებული ფოკუსით 2024 წლის შემოდგომიდან მოვლენებზე”.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება