პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური ინსპექციისა და არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინების საფუძველზე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ შსს-ს გენერალური ინსპექციისა და არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინების საფუძველზე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“2026 წლის 12 თებერვალს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვა და საქართველოს პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული, არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინება.

საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, - წერია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება