პეტერ ფიშერი - აცხადებთ, რომ გაწევრიანება გინდათ, მაგრამ ამბობთ, რომ ევროპული ფული „საშიშია“, ეს ლოგიკას მოკლებულია - ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელსაც ჩვენთან ყოფნა არ სურს! თუ არ გსურთ, თავი შორს დაიჭირეთ!

საქართველოს გააქვს კანონები, რაც არ არის ევროპული კანონმდებლობა, ერთმანეთის მიყოლებით გაგაქვთ კანონები, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა - ისეთი კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, არანაირად არ მიგაახლოებთ ევროკავშირთან, არამედ დაგაშორებთ მას! - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იმას, რაც საქართველოში ხდება, ლოგიკური ახსნა არ აქვს და ისეთი კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს.

„ყოველდღიურად „ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რამდენად საშინელია ევროკავშირი. თუმცა აქვე ამბობენ, რომ სურთ გაწევრიანება. ანუ ამბობენ, რომ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ დიდი სიჩქარით შორდებიან მას. უბრალოდ შეხედეთ კანონებს და დაინახავთ - ეს არის ქართული კანონმდებლობა, ეს არის ევროპული კანონმდებლობა, ისინი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან, რაც გაუგებარია. რას ნიშნავს ეს? მე ვარ შეთანხმების მეორე მხარე, მე ვარ გერმანიის ელჩი და ჩემი მოვალეობაა, რომ მიგითითოთ ამ წინააღმდეგობაზე, რომ ვისაუბრო ამაზე, ვეცადო, რომ ეს გასაგები გავხადო, ამის შესახებ ანგარიში გავგზავნო უკან, სახლში და მათთვისაც გასაგები გავხადო. და ანგარიში, რომელსაც მე ვგზავნი გერმანიაში ამბობს, რომ იმას რაც აქ ხდება, ლოგიკური ახსნა არ აქვს. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ისეთი კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, არანაირად არ მიგაახლოებთ ევროკავშირთან, არამედ დაგაშორებთ მას! ფაქტი ეს არის“,- განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება უშუალოდ გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს, ელჩის თქმით, ისინი ეწინააღმდეგება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას.

მისივე თქმით, ეს საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ობიექტურად, აშკარად და გადამწყვეტად უფრო დააშორებს ევროპას.

„რაც ზოგჯერ მაკვირვებს: საქართველო პატარა ქვეყანაა. საქართველო ყოველთვის ცივილიზაციების გზაჯვარედინი იყო - ამ შესანიშნავი, ლამაზი ინტელექტისა და კულტურულ-ცივილიზაციური მგრძნობელობის დიდი ნაწილი, რაც საქართველოს ახასიათებს, ევროკავშირისთვის აქტივი იქნებოდა - თქვენი სიბრძნითა და გამოცდილებით ევროკავშირში თქვენი ყოფნა ჩვენთვის კარგი იქნებოდა. და ახლა საქართველოს ნამდვილად სურს სხვა გზის არჩევა? საერთაშორისო სივრციდან და ევროპისგან იზოლირება სურს, მაშინ როცა აცხადებთ, რომ გაწევრიანება გინდათ, მაგრამ ამავე დროს იმასაც ამბობთ ევროპული ფული კვლავ „საშიშია“? ეს ლოგიკას მოკლებულია. ვნახოთ, რა შედეგი ექნება ამას. თუმცა ჩემთვის ნათელია, რომ ეს საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ობიექტურად, აშკარად და გადამწყვეტად უფრო დააშორებს ევროპას“,- განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის და არა პირიქით, კანდიდატმა ქვეყანამ კი უნდა გადაიტანოს ევროპული კანონმდებლობა თავის კანონმდებლობაში.

„საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის, ევროკავშირს არ შეუტანია განაცხადი საქართველოში წევრობისთვის. საქართველომ ეს ნებაყოფლობით გააკეთა. ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელსაც ჩვენთან ყოფნა არ სურს. თუ ჩვენთან ყოფნა არ გსურთ, თავი შორს დაიჭირეთ! ეს ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კიდევ ღირს ამის გამეორება, კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გადაიტანოს ევროპული კანონმდებლობა თავის კანონმდებლობაში. წევრობა არის სამართლებრივი პროცესი. მაშინ როდესაც არსებული ევროპული კანონმდებლობა არის კანონი შენს ქვეყანაში, შენ შეგიძლია შეუერთდე ევროკავშირს, იქამდე, არ შეგიძლია“,- განაცხადა ფიშერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში