გია ვოლსკი - რას დაემსგავსა საქართველოსთან მიმართებით ჰელსინკის კომისიის საქმიანობა?! - ასევე, ის, რომ არცერთი კონგრესმენი არ დაესწრო ამ სხდომას, არის მანიფესტაცია იმისა, თუ რას წარმოადგენს და დღეს რა შინაარსი აქვს ამ კომისიას

რაც დაემსგავსა საქართველოსთან მიმართებით ჰელსინკის კომისიის საქმიანობა?! - ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობა დაარქვეს ბიზნესურთიერთობების განვითარებას, როდესაც თვითონ ტრამპი აპირებს უახლოეს პერიოდში პეკინში ჩასვლას და მთელი ევროკავშირი პეკინისკენ მიისწრაფვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჰელსინკის კომისია არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ, ზოგადად, ასცდა იმ პროცესებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს.

„ჰელსინკის კომისიას გადავხედოთ - აქ არიან კონგრესმენები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც სიტუაციას აანალიზებენ, გეგმავენ, რჩევებს აძლევენ კონგრესმენებს, ადმინისტრაციას. რაც დაემგვანა საქართველოსთან მიმართებაში მათი საქმიანობა?! გამოჩნდა დაფინანსების წყაროები, ლობისტები, ლობისტებისთვის ფინანსების სქემებში ცალკეული გვარები, მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წევრის, ჯო უილსონის. ახლა ჰელსინკის კომისიის აღმასრულებელი დირექტორი, საკმაოდ სერიოზული, დიდი ფიგურა სერიოზულად უტევს კორუფციის გამო იმ წევრებს, რომლებიც ლიდერობენ ჰელსინკის კომისიაში. რასაკვირველია, უცნაურად ჟღერს და უცნაურად გამოიყურება ისიც, თუ როგორ განიხილეს საქართველო საკითხი ბოლო პერიოდში. რას დაუკავშირეს ქვეყანა?! ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობა დაარქვეს ბიზნესურთიერთობების განვითარებას, როდესაც თვითონ ტრამპი აპირებს უახლოეს პერიოდში პეკინში ჩასვლას. მთელი ევროკავშირი პეკინისკენ მიისწრაფვის და გარკვეული პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. ანუ, ჰელსინკის კომისია არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, ზოგადად, ასცდა იმ პროცესებს, თავისი შინაარსით, თავისი პათოსით, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ შემოგვესივნენ იმ ექსპერტების მეშვეობით, რომლებიც არათუ აგინებენ ტრამპს და მოძალადეს უწოდებენ, არამედ აფინანსებენ, ხელფასს აძლევენ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ქუჩაში ახალგაზრდების გამოყვანით არიან დაკავებულები. ეს არის დღეს ჰელსინკის კომისია, რომელიც საქართველოს უპირისპირდება. ასე რომ, ბოლო პერიოდში, საკითხების ეს განხილვა, როდესაც არც ერთი კონგრესმენი არ დაესწრო ამ სხდომას, არის ერთ-ერთი მანიფესტაცია იმისა, თუ რას წარმოადგენს და დღეს რა შინაარსი აქვს ჰელსინკის კომისიას," - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში