შოთა ბერეკაშვილი - მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში - ნედლეულის 90% იმპორტირებულია, მწარმოებლებს აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, ასევე, გამოწვევაა საკრედიტო რესურსის სიძვირე

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, შეაჯამა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები და დაასახელა ის პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებთან.

ბერეკაშვილის განცხადებით, მწარმოებელი კომპანიებისთვის, პრობლემურია და გამოწვევად რჩება იმპორტირებული ნედლეულის დიდი პროცენტული წილი, ასევე, მაღალი საოპერაციო ხარჯები, სუპერმარკეტების დომინირება, ნაშთები მართვა და საკრედიტო რესურსების სიძვირე.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებთან, დაახლოებით 90 % ნედლეულისა წარმოებაში იმპორტირებულია და ეს იმპორტის ინფლაციის რისკების პრობლემას ქმნის, რაც თავისთავად, შესაძლებელია აისახოს ფასის ზრდაში.

ასევე, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წინა შეხვედრაზე გამოიკვეთა იყოს ის, რომ მწარმოებლებს კონკრეტულად ამ მიმართულებით აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, რომელიც ეხება პროდუქციის რეალიზაციას და ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯებს. მათ ძვირი უჯდებათ სუპერმარკეტების ქსელში შესვლა, სხვადასხვა ტიპის გადასახადების გამო. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა არის ის რომ, კონტრაქტორულ ურთიერთობებში, ჯაჭვში ამ სამ კომპონენტს შორის, ზედა წერტილზე მდგომი სუბიექტები, ამ შემთხვევაში სუპერმარკეტები, მათ გააჩნიათ უფრო მაღალი მოლაპარაკების ძალა და პირობების დაყენების საშუალება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მწარმოებლებს. ასევე გამოვლინდა კონკრეტული პრობლემა სამუშაო კაპიტალზე, გადახდების დაგვიანებაზე, რომელიც, თავის მხრივ, იძულებულს ხდიდა აღნიშნულ კომპანიებს, რომ საკრედიტო კაპიტალი მოეზიდათ, დამატებითი რესურსი მოეზიდათ, რაც უძვირებდა პროცესს და შესაბამისად აისახებოდა პროდუქციის ღირებულებაში.

ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა, რომ ნაშთების მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო რიგი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით ხორცის და ძეხვეულის წარმოებაში. დანაკარგი შეადგენდა 5-6 %-ს. როდესაც კომპანიას მოგება აქვს 5% და დანაკარგი 5 - % ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საკრედიტო რესურსის სიძვირე,“ - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, კომისიის მიზანი სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეფექტურობის გაზრდაა, რაც კარგად აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე ბიზნესზე.

„ჩვენ ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი ეტაპი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი - შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, რაც მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ, ერთი მხრივ, ბაზრის კონკურენცია და კაპიტალიზაცია გაიზრდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ერთეულის ფასები შემცირდება და ეს მომხმარებლისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც, რადგან უფრო კონკურენტულ ფასში გაიყიდება უფრო მეტი პროდუქცია,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში