უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მარკო რუბიოს შეხვდება

უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მარკო რუბიოს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მარკო რუბიოს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.