ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრები სერიოზული და შინაარსიანი იქნება, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება არსებობს, თითქოს მხარეები სრულიად განსხვავებულ თემებზე საუბრობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან „ფაქტობრივად არ არის, რაც დიდ შეცდომას წარმოადგენს“.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას ახსენებს, „როდესაც წინა პუტინმა ევროპის გაყოფა დაიწყო“.

„ილუზია იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ახლა ამ ომის რეალურად დასრულება უკრაინის გაყოფით შეიძლება, ისევე როგორც ილუზია იყოს იმის დაჯერება, რომ ჩეხოსლოვაკიის გაწირვა ევროპას ომისგან იხსნიდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ახლა უკრაინა რუსული აგრესიის შეჩერების თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს თამაშობს და პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას უზრუნველყოფს.

„ერთ ვიქტორსაც კი შეუძლია იფიქროს იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდოს ღიპი და არა იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოს არმიის შემადგენლობა, რათა რუსული ტანკები ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნებისგან შეაჩეროს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს