მარკ რუტე - რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს

რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„რუსებმა დეკემბრისა და იანვრის თვეებში 65000 ჯარისკაცი დაკარგეს. ისინი ძალიან მცირე წარმატებებს აღწევენ, იმდენად მცირეს, რომ იგი უმნიშვნელოა“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად და საკუთარი ქალაქების დასაცავად შეიარაღება ჰქონდეს.

ასევე, რუტე მომავალ კვირას აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა.

„პუტინი მომავალ კვირას ჟენევაში მოლაპარაკებებზე ისტორიკოსს [მედინსკი] აგზავნის, სადაც ის უკრაინელებს შვედეთზე ან რაიმეზე ლექციას წაუკითხავს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო