მარკო რუბიომ და „დიდი შვიდეულის“ საგარეო მინისტრებმა მიმდინარე კონფლიქტები, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლიდერებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და დასავლეთ ნახევარსფეროში.

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ვენესუელაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გლობალური საფრთხეების მოსაგვარებლად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის „დიდი შვიდეულის“ თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე