ვოლოდიმირ ზელენსკი მარკო რუბიოს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა.

ზელენსკის ინფორმაციით, მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე მას ფრონტზე არსებული ვითარების, რუსეთის დარტყმების და უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმების გავლენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„განვიხილეთ, როგორ დავეხმაროთ უკრაინას ზამთრის სიცივის დროს სიცოცხლის დაცვაში და ჩვენი მდგრადობის გაძლიერებაში. ასევე, დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური პროცესი და სამმხრივი შეხვედრები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები პროდუქტიული იყოს და მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს კონსტრუქციული მიდგომისთვის“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია პროგრესის მიღწევა უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის საკითხებში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა