ანდრეი სიბიგამ და კაია კალასმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი განიხილეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს

წარმომადგენელთან კაია კალასთან შეხვედრაზე სამი საკითხი: სამშვიდობო ძალისხმევა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება განიხილეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა კაია კალასთან, რომელიც სამ ძირითად თემას შეეხო. პირველი, სამშვიდობო ძალისხმევა და მისი დაჩქარების გზები აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობით. მეორე, რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდა, კერძოდ, ძლიერი მე-20 პაკეტის სწრაფი მიღება, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის საზღვაო მომსახურების გაწევის აკრძალვა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მონაწილეებისთვის შესვლის აკრძალვა. მესამე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროპის ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტია. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ყველა საჭირო სამუშაო“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე შეათანხმეს ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან და უკრაინა-ევროკავშირის მომავალ კონტაქტებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს