შსს-ს თანამშრომელს არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც არასრულწლოვნის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

„ბრალდების მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, დასაბუთება და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა. რამდენიმე დღის განმავლობაში მყისიერად იქნა მოპოვებული არაერთი პირდაპირი მტკიცებულება. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლო პროცესზეც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა“,-განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება საქმეში სხვა პოლიციელების შესაძლო მონაწილეობას, პროკურორი განმარტავს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ტარდება არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

„დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა და როდესაც ჩვენ მტკიცებულებებს საბოლოოდ მოვიპოვებთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“,- განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან დაკავებული დანაშაულს გულწრფელად აღიარებს და ინანიებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ლუკა ხურცილავა გულწრფელად აღიარებს, ინანიებს. დღეს სასამართლომ მიიღო სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაში. გასაჩივრებას რაც შეეხება, შემიძლია, გითხრათ, რომ გავივლი კონსულტაციებს ოჯახთან, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, გასაჩივრდება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება. სხდომათა დარბაზშიც აღიარა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა და მანამდეც, თავისი ფეხით გამოცხადდა პოლიციაში. ადვოკატის გარეშე აღიარა და ყოველივეს ინანიებს“,-განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით. ამასთან, მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა უარი განაცხადა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით