ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-მდე დრონი, 1 200-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 50 რაკეტა გაუშვეს - სიცოცხლის დაცვაში პაუზები არ შეიძლება, უკრაინას ყოველდღიურად საჰაერო თავდაცვა სჭირდება

რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ერთ კვირაში 1 300-მდე თავდასხმის დრონი, 1 200-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50 რაკეტა გაუშვეს - თითქმის ყველა ბალისტიკური, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დღეს რუსებმა ოდესის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და სუმის ოლქებს დაარტყეს.

„ამ თავდასხმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკის სექტორია. რუსები განზრახ ახორციელებენ დარტყმებს ჩვენი ქვესადგურების და ენერგოსისტემის გასანადგურებლად. ჩვენი მეომრები რაკეტების მნიშვნელოვან ნაწილს აკავებენ, მაგრამ სამწუხაროდ, არა ყველას. სწორედ ამიტომ, სიცოცხლის დაცვაში პაუზები არ შეიძლება“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, მიუნხენში ლიდერებთან უკრაინისთვის ენერგეტიკული და სამხედრო დახმარების კონკრეტული პაკეტების 24 თებერვლამდე მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

„მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების დახმარების მზაობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ყველა მიწოდება დროულად მოვა. უკრაინას ყოველდღიურად სჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა რუსეთს ტერორის საშუალებით გავლენის განხორციელების ბერკეტები ჩამოართვას“, - წერს ზელენსკი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს