ვოლფგანგ იშინგერი რუსეთ-უკრაინის ომზე - კითხვა, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, ევროპისთვის ეგზისტენციალურია - ეს ამ კონტინენტის მომავალს განსაზღვრავს

ის, რაც ახლა გვჭირდება, არის არა მორიგი სიტყვით გამოსვლები, არამედ გეგმა, მოქმედება, პასუხი კითხვაზე, ზუსტად რისთვის ვართ მზად ჩვენ, ევროპელები, როდის და როგორ, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვოლფგანგ იშინგერმა კონფერენციის დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ევროპამ, ევროკავშირმა უპასუხოს შეკითხვას როგორ განახორციელონ ევროკავშირის ხელშეკრულებაში არსებული ურთიერთდახმარების პუნქტი, როგორია მათი გეგმა, გააძლიერონ საკუთარი თავდაცვის წარმოება და შექმნან უფრო ერთიანი, გლობალურად კონკურენტუნარიანი ევროპული თავდაცვის ბაზარი.

„ამას უკრაინამდე მივყავარ. ცხადია, ჩვენი უკრაინელი მეზობლები კვლავ განიცდიან დაუნდობელ რუსულ თავდასხმებს. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით, როდესაც ამ წლის ევალდ ფონ კლაისტის ჯილდო მამაც უკრაინელ ხალხს გადავეცით“, - აღნიშნა ვოლფგანგ იშინგერმა.

მისი თქმით, ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად მეტის გაკეთება შეუძლიათ.

„ჩვენ შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად: მივცეთ უკრაინას საჭირო იარაღი, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვა, გავამკაცროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გავუმკლავდეთ „ჩრდილოვან ფლოტს““, - აღნიშნა იშინგერმა.

მისი თქმით, ის, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ევროპისთვის ეგზისტენციალურია.

„კითხვა, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, ევროპისთვის ეგზისტენციალურია. ეს დიდწილად განსაზღვრავს ამ კონტინენტის მომავალს“, - აღნიშნა იშინგერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს