მედია - დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს

დეკემბერში, მარ-ა-ლაგოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს, - ინფორმაცის CBS News-ს საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.

გამოცემის ცნობით, ორი თვის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოების მაღალჩინოსნებს შორის შიდა დისკუსიებში დაიწყო განხილვა ირანზე ისრაელის ახალი დარტყმების მხარდაჭერის შესაძლებლობის შესახებ. დისკუსიები ნაკლებად იყო ფოკუსირებული იმაზე, შეეძლო თუ არა ისრაელს მოქმედება და ყურადღება უფრო მეტად გამახვილებული იყო, როგორ შეეძლო შეერთებულ შტატებს დახმარება, მათ შორის ისრაელის თვითმფრინავების საჰაერო საწვავის შევსების უზრუნველყოფაზე და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მოპოვების დელიკატურ საკითხზე.

CBS News-ი წერს, რომ გაურკვეველია, რომელი ქვეყნები მისცემენ აშშ-ს ფრენის ნებართვას ისრაელის თვითმფრინავების საწვავით შევსების მიზნით პოტენციური დარტყმისთვის. იორდანიამ, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ მათი საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანზე რაიმე დარტყმისთვის ან ირანის მიერ სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ დარტყმებისთვის.

ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია თეირანთან მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ სკეპტიკურად უყურებს ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ნეთანიაჰუმ, რომელმაც გასულ კვირას ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა, არაერთხელ განაცხადა, რომ ირანთან ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ბალისტიკური რაკეტების და „რეგიონში ირანის მარიონეტული ძალების“ დაფინანსების შეზღუდვას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის