იოჰან ვადეფული ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე - რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ამაზრზენი სახე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებით, კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაუნდობლობის კიდევ ერთი დასტურია.

„ეს რეჟიმი ყველა საშუალებას იყენებს საკუთარი თავის გადასარჩენად. ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ვხედავთ ადამიანების დაბომბვას. ახლა კი ვხედავთ, რომ პუტინის ერთ-ერთი უდიდესი ოპონენტი, როგორც ჩანს, მოკლეს“, - განაცხადა ვადეფულმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს არის საშინელი აქტი, რითაც კრემლმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი „ამაზრზენი სახე“.

ვადუფულმა ხაზი გაუსვა ნავალნის საქმეზე საჯაროდ საუბრის მნიშვნელობას.

„ჩვენ არ ვმალავთ რუსეთის, ამ რეჟიმის, პუტინის პასუხისმგებლობას. მჯერა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც მუდმივად მოგვიწოდებენ, რომ ვესაუბროთ პუტინს, გამოვავლინოთ ღიაობა, მივცეთ მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის შესაძლებლობა, რაზეც ის უარს ამბობს“, - აღნიშნა ვადეფულმა.

მისი თქმით, პუტინის ქმედებები ავლენს მისი რეჟიმის ნამდვილ ბუნებას და იმას, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

„მარტივად რომ ვთქვათ, საქმე ეხება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და არა ევროპაში მშვიდობიანი ვითარების დამყარებას ან საერთაშორისო ლანდშაფტის სტაბილიზაციას“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ დასავლეთი ახლა ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს სანქციების აღსასრულებლად, რათა რუსეთს აჩვენოს, სად არის მისი საზღვრები.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოწამლა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს