აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაციის, სერტიფიცირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა სააგენტომ საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაციის, სერტიფიცირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა (გერმანია) სააგენტომ „ACQUIN“ საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა. საერთაშორისო აკრედიტაცია ექვს საგანმანათლებლო პროგრამას, კერძოდ, სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე საექთნო საქმის ინგლისურენოვან პროგრამას მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სინამდვილეში პირველი შემთხვევაა, რომ სამართლის და საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ საერთაშორისო აკრედიტაცია, ასევე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი განათლების დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ერთ უნივერსიტეტში ექვსი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოს ხელმძღვანელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, აკადემიური სფეროს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობაზე, მიღებული შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის განახლებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე და ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მოცემული შედეგი მნიშვნელოვანი აღიარებაა, როგორც კონკრეტული ინსტიტუციის, ასევე ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის და პირდაპირი ფაქტორია განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს