საია-ს თავმჯდომარე - წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა.

მისივე განცხადებით, საია ამ ეტაპზე იცავს 7 დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ.

ონიანის თქმით, აღნიშნულს ისინი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

„ჩვენ ვიწყებთ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას. სამართალწარმოების პირველი ნაბიჯი არის სწორედ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადების წარდგენა. ამ განცხადებაში ჩვენ ვასაბუთებთ არა მარტო ინდივიდუალურ გარემოებებს კონკრეტულ პირებთან მიმართებით, რომლებიც დაზიანდნენ და რა სახის დაზიანებას უჩივიან, არამედ ვასაბუთებთ, ზოგადად, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის უკანონობას საქართველოს კანონმდებლობით და ამ უკანონობის შესწავლის აუცილებლობას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში.

ვითხოვთ გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, პირების დაზარალებულად ცნობას და ამის შემდეგ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად გავყვებით. ჩვენ მოგვმართა 7-მა ადამიანმა, რომელთაც სურთ ამ საქმეზე სამართალწარმოება“, - განაცხადა თამარ ონიანმა.

საია-ს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარდება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართონ.

„ჩვენ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად გავყვებით. თუკი ვერ შევძლებთ, რომ სამართალი ვიპოვოთ ქვეყნის შიგნით, ასევე გამოვიყენებთ ყველა იმ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმას, სადაც საქართველო ანგარიშვალდებულია სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით",-განაცხადა თამარ ონიანმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა