„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ - აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს: - საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება, ასევე ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა ან ამ პირის მიერ სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის მოსახდელი ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის მინიმალურ ვადას.

ასეთი ტიპის ცვლილებები “სისხლის სამართლის კოდექსში“ აისახება, რომელიც პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია და მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.

ცვლილებები კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გააცნო.

“ეს არის ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხი, რაც პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს დაისვა. მოიყვანეს გერმანიის მაგალითი, როცა პირები კონსტიტუციურ ორგანოებს და კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებდნენ. მათი გაერთიანება 20 ათასს ადამიანს მოიცავდა. ისინი სხვებსაც მოუწოდებდნენ, რომ კონსტიტუციურ ორგანოებს და კანონმდებლობას არ დამორჩილებოდნენ, რაც კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხეს უქმნიდა. ამიტომაც დადგა კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის საკითხი, ხოლო მათი ხელმძღვანელის შემთხვევაში, რომელიც თავს მეფედ წარმოაჩენდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, პერფორმანსი სისხლის სამართლის დანაშაულად არ ჩაითვლება. მისი თქმით, “გაივლება ზღვარი ერთი მხრივ სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვას და მეორე მხრივ, დანაშაულებრივ ქმედებას შორის“.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ