რუსული მედია - ჟენევის მოლაპარაკებებზე უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ძირითადი პარამეტრები განიხილება

ჟენევის მოლაპარაკებებზე უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ძირითადი პარამეტრები განიხილება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დაგეგმილია კონფლიქტის მოგვარების ძირითადი პარამეტრების - სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული პარამეტრების - განხილვა“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე შესაძლოა, ასევე შეეხონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხსაც.

წყაროს განმარტებით, შესაძლებელია რუსებსა და უკრაინელებს შორის ორმხრივი კონტაქტებიც.

ცნობისთვის, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებების წინა ორ რაუნდს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა