პრემიერი - იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება

იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი.

„იყო ყალბი კამპანიები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კეთდებოდა ვიდეოები, თითქოს არალეგალ თუ ლეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით და ა.შ. იყო მიზანმიმართული კამპანია. საბოლოო ჯამში, იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. თვითონაც აღიარეს, რომ ეს კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით იყო სრული ტყუილი. პირდაპირ არ უღიარებიათ, თუმცა ირიბად გადაიტანეს აქცენტები ახლა უკვე იმაზე, რომ თითქოს 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია არის არარეალური. როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი. ეს ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ეკონომიკური კუთხით დამატებით 11 მლრდ ლარს და სახელმწიფო ბიუჯეტს შემდეგი 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ წელიწადში, 700 მლნ ლარს. შესაბამისად, ეს არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ, ასევე, უპასუხა შეკითხვა ინტერპელაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მზად არის, უფრო მეტი დეტალის შესახებ გაუზიაროს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს.

„მიგრაციის თემით დაინტერესდა პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობაც. მზად ვარ, კიდევ უფრო მეტი დეტალის შესახებ გავუზიარო ინფორმაცია პარლამენტის წევრებს და რა თქმა უნდა, მომზადებული მივალთ საქართველოს პარლამენტში”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის