პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება

პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს.

ამ მიმართულებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე - საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას წარადგინა.

როგორც ცნობილია, მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა აკრძალულ საქმიანობად განისაზღვრება. პროექტის თავდაპირველ ვარიანტში განსაზღვრული იყო მეწარმე სუბიექტის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება - პირველ შემთხვევაში 20 000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 40 000 ლარის ოდენობით.

კორექტირებული ვარიანტის თანახმად, მეორედ ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ მეწარმე იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს. პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით. ხოლო არაერთგზის შემთხვევაში - პასუხისმგებლობა იქნება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-საათამდე.

აღნიშნული ქმედებისთვის მეწარმე იურიდიული პირი დაისჯება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

როგორც დღეს გორდულაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, პოლიტიკით - პარტიები, ხოლო მეწარმე სუბიექტები - სამეწარმეო საქმიანობით და ბიზნესით უნდა დაკავდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა