ირაკლი კობახიძე - ჩვენ, როგორც ხელისუფლება არ ვსაუბრობთ ევროპული კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე, მაგრამ პლუს-მინუსები შეიძლება იყოს განხილული, რომ ჭარბი მოლოდინები არ შეიქმნას

ჩვენ არ ვსაუბრობთ, როგორც ხელისუფლება კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, ეს ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, რომ ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმ სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თემა საქართველოს ევროინტეგრაციაა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ატყუებენ ადამიანებს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ ბრიუსელში ან ბერლინში გავიღვიძებთ“.

„ამასთან ერთად, ყველა თემასთან დაკავშირებით პლუს-მინუსები შეიძლება იყოს განხილული, მათ შორის განსაკუთრებით, იმ ყალბი კამპანიების ფონზე, რომელიც წარიმართება. მაგალითად, საზოგადოებას აჯერებენ, როგორც ერთი ტყუილი იყო, რომ ეკა გიგაური წარადგენდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციას და ხვალ ჩელიაბინსკში ვიღვიძებდით, ასევე ატყუებენ ადამიანებს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ ბრიუსელში ან ბერლინში გავიღვიძებთ. ესეც ჩვეულებრივი ტყუილია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში.

„კლიპებს ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, მას შემდეგ, რაც პირობითად, ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა, მისი ეკონომიკა 2-ჯერ გაიზარდა და ასე შემდეგ. 2003 წელს გაწევრიანდა თუ არ ვცდები ესტონეთი ევროკავშირში. თქვენ რომ შეადაროთ ეკონომიკური ზრდა ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ასე შემდეგ, რომ აიღოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმ მომენტიდან დღემდე, საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში. ასეთი რაღაცებით არ შეიძლება მანიპულირება და ჭარბი ემოციების გამოწვევა საზოგადოებაში. დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც კონსტიტუციაში წევრია. ეს არ არის მიზანი. მაგალითად, ეს დებატები ადამიანებს მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ გავრცელებული ინფორმაცია, პირობითად, ეკონომიკასთან დაკავშირებით არის სრული სიყალბე და ამით ცდილობენ ადამიანებში ჭარბი ემოციების გამოწვევას იმისთვის,რომ ეს ჭარბნი ემოციები შემდეგ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართონ. ამიტომ, ჭარბი მოლოდინები რომ არ შეიქმნას, ზუსტად უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რა შედეგებს იწვეს ეკონომიკური კუთხით მაგალითად, ევროინტეგრაცია, რა პლუსები და მინუსები აქვს. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიზანშეწონილია“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა