ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვაცხადებთ, რომ აშშ-სთან გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, გზავნილები, რასაც ვისმენთ კონკრეტულად მარკო რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს

ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და კიდევ ერთხელ, ასეთი გზავნილები, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში მარკო რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის საუბარი შედგა მილანში მიღების ფარგლებში.

„საუბარი შედგა მილანში, მიღების ფარგლებში. რაც შეეხება ამ განცხადებებს და გზავნილებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ურთიერთობების თვისებრივად განახლება, რაც არის ჩვენი სურვილი. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და კიდევ ერთხელ, ასეთი გზავნილები, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტულად, ამ შემთხვევაში რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

მიღებაზე იყო გასაუბრება, რაც გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში და ამ გასაუბრებამ მისცა ორივე მხარეს საკუთარი გზავნილების ერთმანეთთან გაზიარების საშუალება. ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი რუბიოსი, ეს გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე მოისმინეს კონკრეტული გზავნილები, რაც კიდევ ერთხელ უნარჩუნებს საქართველოს ხელისუფლებას ოპტიმიზმს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვეყრდნობით უშუალო კომუნიკაციას, რომელიც შედგა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. ეს არის ჩვენთვის საინტერესო. იქ მივიღეთ ჩვენ კონკრეტული გზავნილები, რაც კიდევ ერთხელ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. რამდენიმეწუთიან შეხვედრაზე დეტალები ვერ იქნებოდა განხილული. გაჟღერდა გზავნილი, რომელიც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს