ირაკლი კობახიძე - თავიდან ბოლომდე ვენდობი ეროვნული ბანკის საქმიანობას, გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით

კონკრეტულ თემებზე არ ვაკეთებ კომენტარს, თავიდან ბოლომდე ვენდობი ეროვნული ბანკის საქმიანობას, გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ეროვნული ბანკი წარმატებით მუშაობს და რეზერვებიც რეკორდულ ნიშნულზეა.

„კონკრეტულ პასუხს არ გაგცემთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. ეროვნული ბანკი განმარტავს თავის ყველა გადაწყვეტილებას რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს. ასეთ საკითხებზე კომენტარის გაკეთება არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. იცით, რომ ეროვნული ბანკმა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სათავეში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა ნათია თურნავას და ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი შემადგენლობის სახით, დიდი წარმატებით მუშაობს და რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მარტო იანვრის განმავლობაში 141 მლნ დოლარით შეივსო ჩვენი სავალუტო რეზერვები. იცით, რომ მყარია ლარის კურსი. ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება. კონკრეტულ თემებზე არ ვაკეთებ კომენტარს, თავიდან ბოლომდე ვენდობი ეროვნული ბანკის საქმიანობას, გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, მმართველ გუნდს „სანქციების ხომ არ ეშინია?“, კობახიძემ უპასუხა, რომ „არაფრის არ გვეშინია“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის