ნინო წილოსანის განცხადებით, BBC-ისადმი „ქართული ოცნების“ სარჩელმა პრეცედენტი შექმნა, რომ „საია-ს მსგავსი თავზეხელაღებული ორგანიზაციებიც კი „კამიტს“ აღარ ახსენებენ“

საინტერესოა, საია-ს სარჩელი რას ეფუძნება, ალბათ, იმ ბუმბულდაცვენილ თუთიყუშს, რომელიც ამ საქმეში ერთადერთი დაზარალებულია - ძაღლი და პატრონი კი შერიგდნენ, ძაღლიც მოეალერსა და საია-ც ბედნიერი უნდა იყოს, რომ არა ის დაკვეთა, რასაც გარედან იღებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საია-ს სარჩელის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, BBC-ისადმი „ქართული ოცნების“ სარჩელმა პრეცედენტი შექმნა, რომ „საია-ს მსგავსი თავზეხელაღებული ორგანიზაციებიც კი „კამიტს“ აღარ ახსენებენ“.

„საია იმ მავნებლური ქსელის შემადგენელი ნაწილია, რომელიც წლებია, ქართული ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. ეს სარჩელიც ზუსტად ამ ქსელის ნაწილია. საქართველოს ეს სიგიჟე ყოველგვარი საფუძვლის და არგუმენტაციის გარეშე დააბრალეს. BBC-ის ვუჩივლეთ, ჯერ საბოლოო შედეგზე ვერ გავედით, მაგრამ ამან ის პრეცედენტი შექმნა, რომ საია-ს მსგავსი თავზეხელაღებული ორგანიზაციებიც კი „კამიტს“ აღარ ახსენებენ და როცა საქმე სარჩელზე მიდგება, ისინი სრულიად განიარაღებულები არიან არგუმენტებისა და მტკიცებულებებისგან. საინტერესოა, საია-ს სარჩელი რას ეფუძნება, ალბათ, იმ ბუმბულდაცვენილ თუთიყუშს, რომელიც ამ საქმეში ერთადერთი დაზარალებულია. ძაღლი და პატრონი კი შერიგდნენ, ძაღლიც მოეალერსა და საიაც ბედნიერი უნდა იყოს, რომ არა ის დაკვეთა, რასაც გარედან იღებს," - განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა.

მისივე განცხადებით, საია ამ ეტაპზე იცავს 7 დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ. ონიანის თქმით, აღნიშნულს ისინი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის