შს მინისტრი - არათუ გამოყენებული, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია - მთავარი იარაღი არის სიმართლე! გაქრა, ეს ცილისწამება ვერ შედგა!

არათუ გამოყენებული, არამედ არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი არ შეუძენია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც გელა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ სპეციალურ საშუალებებს იყენებს, რაც სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება.

„მთავარი იარაღი არის სიმართლე. არაერთხელ განვაცხადე სრული პასუხისმგებლობით, რომ არათუ გამოყენებული, არამედ არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი, ასეთი ნივთიერება არ შეუძენია. გაქრა, ეს ცილისწამება ვერ შედგა და ალბათ, ახლა სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას ცდილობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, გააჟღერა რაც იყო გამოყენებული. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება იმის მსგავსი ნივთიერებების გამოყენება, ჩვენ რაც გაგვაჩნია. არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საშიში იყო, მსგავსი არც გვაქვს. საზოგადოებამ ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი. გამოყენებული თუ აქვს როდისმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება, ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული“, - განაცხადა გელაძემ.

ცნობისთვის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს. როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა. მისივე განცხადებით, საია ამ ეტაპზე იცავს 7 დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ. ონიანის თქმით, აღნიშნულს ისინი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა